მთავარი
2012-01-06 დემოკრატიის ინსტიტუტმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო
პროექტი სახელწოდებით ``პატიმრების ოჯახები`` აჭარის რეგიონში მცხოვრები პატიმრობიდან გათავისუფლებული პირების და მათი ოჯახების უფლებების დაცვას, მათ რესოციალიზაციასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება/დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს.
მას შემდეგ, რაც ე.წ. ადლიის დასახლება თვითმმართველ ქალაქ ბათუმს შემოუერთდა და ხიმშიაშვილის ქუჩის გაგრძელებაზე ახალი გზა გაკეთდა, გზის ამ მონაკვეთზე ადგილი აქვს ავტომანქანების სწრაფი სიჩქარით მოძრაობას. ტერიტორიაზე არ არის საგზაო ნიშნები და არც სიჩქარის დამაბრკოლებელი ხელოვნური ბარიერები. ასევე, არ არის მოწყობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები. ამ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.
ბათუმში 18 საჯარო სკოლაა, რომელთა დიდი ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე (მთავარ შესასვლელთან) მანქანების ნაკადი დიდია, თან მანქანები მოძრაობენ სწრაფად. ხშირია შემთხვევები, როდესაც მანქანის მძღოლები გზას არ უთმობენ ქვეითად მოსიარულე სკოლის მოსწავლეებს/მშობლებს და პირიქით. ამის გამო კი იქმნება ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოხლისთვის სახიფათო გარემო.
ბოლო პერიოდში ბათუმის ტერიტორიაზე განთავსდა საგზაო ნიშნები, რომლითაც დაწესდა გარკვეულ ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის წესები. აღნიშნული საგზაო ნიშნები ზოგ შემთხვევაში განთავსებულია ისეთ ადგილას, რომ რთულია მისი შენიშვნა. მაგალითისათვის. . .
ქალაქში არ არსებობს სამარშრუტო ტაქსებისა და მუნიციპალური ავტობუსების გაჩერების ადგილები (გარდა ბულვარის გასწვრივ მდებარე ქუჩებისა), რაც მძღოლებს საშუალებას აძლევს, ტრანსპორტი მათთვის სასურველ ადგილზე გააჩერონ და მგზავრები აიყვანონ. ამ საკითხის მოუწესრიგებლობა ქუჩებში საცობებსა და საავარიო სიტუაციებს ქმნის.
აჭარის ტერიტორიაზე, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და დანარჩენ მუნიციპალიტეტებს შორის ყოველდღიურად ხორციელდება ადგილობრივი გადამზიდავების მიერ მგზავრთა გადაყვანა.
2011-11-30 აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის საჯაროობა
პროექტის მიზანია აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის საჯაროობის შესწავლა, თუ რამდენად საჯაროდ ხორციელდება ძეგლების გასხვისება, მოვლა-პატრონობა თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები
2011-11-23 ჟურნალისტის შანტაჟის ფაქტი და სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა
,,გაზეთი ბათუმელების’’ ჟურნალისტის შანტაჟის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა
2011-11-08 პროექტის და შუალედური შედეგების პრეზენტაცია
პროექტის „აჭარის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიის წამოწყება’’ ფარგლებში პროექტის და შუალედური შედეგების პრეზენტაცია
2011-11-07 ბილაინი სოფელ სამების მოსახლეობის წინააღმდეგ
პრობლემა, რომელიც აჭარის სამ სოფელს ეხება მეტად მნიშვნელოვანია და საზოგადოების მხრიდან ყურადღების მიპყრობას საჭიროებს. სოფელ სამებაში წყლის რეზერვუარიდან 8 მეტრში კომპანია ბილაინმა გადამცემი ანძა დაამონტაჟა, რაც მოსახლეობის თქმით სასმელი წყლის დაბინძურებასა და ჯანმრთელობის საფრთხეს ქმნის. მოსხლეობამ ანძის დემონტაჟი მოახდინა, რის გამოც კომპანია ბილაინი მათ სასამართლოში უჩივის.



