სემინარი ,,ქართული კულტურის/სამართლის ძეგლების და დემოკრატიული ღირებულებების ურთიერთმიმართება”.
2010 წლის 29 მარტს ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზერბით გაიმართა სემინარი თემაზე: ,,ქართული კულტურის/სამართლის ძეგლების და დემოკრატიული ღირებულებების ურთიერთმიმართება.”
პროექტის ”დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარის რეგიონში’’ - ფარგლებში, იმავე თემაზე 30 მარტს სემინარები გაიმართა ბათუმის კონსერვატორიასა და საზღვაო აკადემიაში, ხოლო 6 აპრილს სემინარი გაიმართება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სემინარის თემას კითხულობენ პროფესორები: ოთარ გოგოლიშვილი და ომარ ფარტენაძე.
სემინარის თემის ირგვლივ იმართება საინტერესო დისკუსიები.
სემინარის მთავარ მიზანს წარმოადგენს მიმდინარე წლის მაისის თვეში დაგეგმილ კონფერენციაში სტუდენტთა აქტიური ჩართვა.
პროექტის ფარგლებში სემინარები იგეგმება აჭარის რეგიონში მოქმედ საჯარო სკოლებშიც.




