არის თუ არა აჭარის არ ბიუჯეტი გამჭვირვალე?

ნაწილობრივ
არ არის გამჭვირვალე
არის გამჭვირვალე

სულ ხმების რაოდენობა: 269


მომხმარებელი:

პაროლი:


სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

 

20-21 მაისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა  თემაზე ”ქართული კულტურის და დემოკრატიული ღირებულებების ურთიერთმიმართება”. კონფერენცია ჩატარდება პროექტ ”დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარის რეგიონშის” ფარგლებში.  კონფერენციას ესწრებოდნენ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები. კონფერენციაში  4 უმაღლესი სასწავლებლის 12 სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომი სპეციალურად შერჩეულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს, მათ შეფასების ხუთი კრიტერიუმის მიხედვით  3 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინეს. გამარჯვებულები საკონფერენციო თემის აქტუალობისა და ლოგიკურობის მიხედვით შეირჩა და მათ ფულადი ჯილდო გადაეცათ. პირველი ადგილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანა აკოპოვამ დაიკავა თემით ”ქართული კულტურა და დემოკრატიული ღირებულებები”, მას გადაეცა ფულადი ჯილდო 200 ლარის ოდენობით. მეორე ადგილის ჯილდო 150 ლარი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა სოფო კანთელაძემ აიღო. მესამე ადგილზე კი დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ რომანაძე გავიდა თემით ”საზოგადოების პოლიტიკური შეგნება და კულტურა დემოკრატიის განვითარებაში”. გამარჯვებული სტუდენტების გარდა დანარჩენ 9 სტუდენტს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის სერთიფიკატები გადაეცემათ.  

დემოკრატიის ინსტიტუტი © 2008–2009
ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის, 53
+995 222 7-57-44 / 7-74-25

  
   Created By