არის თუ არა აჭარის არ ბიუჯეტი გამჭვირვალე?

ნაწილობრივ
არ არის გამჭვირვალე
არის გამჭვირვალე

სულ ხმების რაოდენობა: 269


მომხმარებელი:

პაროლი:


ვაჩუქოთ ერთი დღე ბავშვებს

 

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე "ვაჩუქოთ ერთი დღე ბავშვებს" საქველმოქმედო ფონდი "პარალელის", არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესის", "ხელოვნების სტუდიისა" და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. გამოფენა – გაყიდვაზე ურეხის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების და "ხელოვნების სტუდიის" მოსწავლეების ნამუშევრები იყო გამოფენილი.

აქციიდან შემოსული თანხა გამოფენაში მონაწილე ბავშვთა სახლის აღსაზრდელ შვიდ გოგონას გადაეცა "დღევანდელი აქციით ძალიან ბედნიერები ვართ. აქციიდან შემოსული თანხა ჩვენ გადმოგვეცა და ჩვენი სურვილისამებს დავხარჯავთ. ყველა ბავშვს ვუსურვებ თავისი ოცნებების ასრულებას" - აღნიშნა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ნუნუ ბალაშვილმა.
 
გამოფენის პარალელურად მოეწყო პოეზიის საღამო, სადაც ლექსები დამწყებმა პოეტმა წაიკითხა. გაიმართა კონკურსი ხატვაში, ასევე ნაყინისა და ლიმონათის ფართი. ვერნისაჟი მუსიკალურად გაამრავალფეროვნა ბათუმის #1 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლ "ლილემ" და ანსამბლმა "ჯეოართმა".

თავისი ფავორიტები ხატვის კონკურსში გამოავლინა "გაზეთმა  ბათუმელებმა" და "თავისუფალ ჟურნალიტთა სახლმაც". კონკურსის თემა იყო - "ბავშვთა უფლებები" და "სიტყვის თავისუფლება".

საქველმოქმედო აქცია ფროექტის "ჩვენი ხელებით" ფარგლებში განხორციელდა, ფროექტს 2010 წლის მარტიდან საქველმოქმედო ფონდი "პარალელი" და კავშირი "პროგრესი" "დემოკრატიის ინსტიტუტის" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დემოკრატიის ინსტიტუტი © 2008–2009
ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის, 53
+995 222 7-57-44 / 7-74-25

  
   Created By