არის თუ არა აჭარის არ ბიუჯეტი გამჭვირვალე?

ნაწილობრივ
არ არის გამჭვირვალე
არის გამჭვირვალე

სულ ხმების რაოდენობა: 269


მომხმარებელი:

პაროლი:


სტატიები

 

2010-06-02 ვაჩუქოთ ერთი დღე ბავშვებს

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე "ვაჩუქოთ ერთი დღე ბავშვებს" საქველმოქმედო ფონდი "პარალელის", არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესის", "ხელოვნების სტუდიისა" და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

2010-05-22 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

20-21 მაისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა  თემაზე ”ქართული კულტურის და დემოკრატიული ღირებულებების ურთიერთმიმართება”.

2010-05-14 ფოკუს ჯგუფების კვლევის პრეზენტაცია ხულოში

13 მაისს, ხულოს რაიონში, დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო  საზოგადოების” ფოკუს ჯგუფების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

2010-05-07 სემინარი 1 საჯარო სკოლაში

ბათუმის 1 საჯარო სკოლაში  მოსწავლეებისთვის  ჩატარდა სემინარი თემაზე ,,ქართული კულტურის/სამართლის ძეგლების და დემოკრატიული ღირებულებების ურთიერთმიმართება.”

2010-05-02 საგრანტო კონკურსი

დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებს საგრანტო კონკურსს აჭარის რეგიონში მოქმედი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

2010-03-31 სემინარი ,,ქართული კულტურის/სამართლის ძეგლების და დემოკრატიული ღირებულებების ურთიერთმიმართება”.

2010 წლის 29 მარტს ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით  გაიმართა სემინარი ...

2010-03-30 ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის

დემოკრატიის ინსტიტუტი, პროექტის ”აჭარის რეგიონში არსამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალის, რესურსების და შესაძლებლობების განვითარების” ფარგლებში ატარებს ტრენინგებს აჭარის რეგიონში მოქმედი, დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

2010-02-26 კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგაზაფხულოდ გამოცხადდება

2010 წლის მარტიდან  დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით რეგიონში მოქმედი დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის რიგით მეორე საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს.

2010-01-27 როგორ უნდა განისაზღვროს აჭრის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსი?

წლების განმავლობაში აჭარის ტელევიზია და რადიო ისე მუშაობს, როგორც აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება, აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტი ანუ ერთი სიტყვით რომ ითქვას, საჯარო სამსახური. სტატუსი რითაც ტელევიზია და რადიო წლების განმავლობაში მუშაობს, თავად ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლების თქმით არაერთ პრობლემას ქმნის.

2009-12-16 რეგიონული მედია აჭარაში - შანსი და ზღვარი რეგიონის დემოკრატიული განვითარებისთვის

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ბოლო ანგარიშის მიხედვით საქართველოში მედიის თავისუფლების ინდექსი 39 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 81-ე ადგილზე გადაინაცვლა.......

2009-12-10 მესამე სექტორი აჭარაში ადამიანის უფლებების შესახებ

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, სწორედ ამ დღეს 61 წლის წინ, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც პირველად კაცობრიობის ისტორიაში, შეიცავდა საყოველთაოდ განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.

2009-06-17 სასწავლო ცენტრ NEO–ს ბაზაზე ფასიანი და უფასო სექტორი მოქმედებს

მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით დემოკრატიის ინსტიტუტმა აჭარის ყველა რაიონში სასწავლო ცენტრები გახსნა. სასწავლო ცენტრი ნეო ხულოში, ქედაში, ბათუმსა და ქობულეთში ერთდროულად გაიხსნა და შესაბამისად ერთი სისტემით ფუნქციონირებს. ცენტრის მთავარი მიზანი, აჭარის რეგიონში სოციალურად დაუცველი, უნარშეზღუდული და ნიჭიერი მოზარდებისთვის  განათლების მიღების უზრუნველყოფა, ზოგადად კი ახალი თაობისთვის კვალიფიციური პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაა.

2009-06-10 საზოგადოებრივი სასჯელი თავად საზოგადოებისთვის უსაფრთხოების შექმნაა

სასჯელის სახით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პრაქტიკაში ამოქმედების ხელშეწყობის მიზნით, დემოკრატიის ინსტიტუტმა სახალხო დამცველის ოფისში ადგილობრივი თვითმმართველობის, პრობაციის სამსახურისა და არასამთავრობო ოგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

2009-04-29 დებულება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პრაქტიკაში ამოქმედებას ხელს შეუწყობს

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არასაპატიმრო სასჯელია, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება, საქართველოს მაგალითზე კი იშვიათად. აწარაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა პრაქტიკაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში, შუახევის მუნიციპალიტეტში გამოიყენეს.

2009-04-22 მესამე სექტორის განვითარების წინაპირობა შესაბამისი გარემოს შექმნაა

Nongovernmental Organizationხელისუფლების მაკონტროლებელი, ადამიანის უფლებების დამცველი და საზოგადოების მხარდამწერი მესამე რგოლი. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაგალითზე მესამე სექტორს დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან დიდი წვლილი შეაქვს, მაგრამ იგივე დემოკრატიული ქვეყნები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმატებისთვის თავად ზრუნავენ.

2009-03-11 პროექტი აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისათვის

დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე მეოთხე პროექტს ახორციელებს, პროექტი ,,აჭარის რეგიონში არასამთავრობო ოღანიზაციების პოტენციალის, რესურსების და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა’’. ხანგრძლივობისა და საქმიანობებიდან გამომდინარე ყველაზე მასშტაბურია. იგი 2011 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება და აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

2009-03-01 სასწავლო ცენტრი NEO

დემოკრატიის ინსტიტუტმა ევროკავშირის მხარდაჭერით სასწავლო ცენტრი NEO დააფუძნა. სასწავლო ცენტრ NEO- ოფისები ფუნქციონირებს . ბათუმში, ქობულეთში, ქედაში და ხულოში.

2009-01-21 სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა

სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის სისტემის განვითარება

დემოკრატიის ინსტიტუტი © 2008–2009
ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის, 53
+995 222 7-57-44 / 7-74-25

  
   Created By