დემოკრატიის ინსტიტუტის ისტორია
დემოკრატიის ინსტიტუტი დაფუძნდა 2004 წლის 19 აპრილს. ოფიციალურად რეგისტრაცია გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2004 წლის 5 მაისს.
დემოკრატიის ინსტიტუტი დაფუძნების დღიდან აქტიურად ახორციელებს საზოგადოებრივ აქტიურობაზე დაფუძნებულ ადამიანის უფლუბათა დაცვით საქმიანობებს, ახდენს სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგს, ხელს უწყობს მარგინალური და დაუცველი ჯგუფების რეაბილიტაციას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
დაარსებიდან დღემდე დემოკრატიის ინსტიტუტი საქმიანობას ახორციელებს დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოალიციურად. ამ მხრივ დემოკრატიის ინსტიტუტი მნიშვნელოვნად განვითარდა და ჩამოყალიბდა საქართველოში ერთერთ აქტიურ და ფინანსური თვალსაზრისით მდგრად ორგანიზაციად.
დემოკრატიის ინსტიტუტში გაერთიანებულია პროფესიონალი იურისტები, ჟურნალისტები, ეკონომისტები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, სოც. მუშაკები, უცხო ენების სპეციალისტები - რომელთა ერთობლივი საქმიანობა აშკარად მაღალკვალიფიციური და შედეგიანია.
წლების განმავლობაში დემოკრატიის ინსტიტუტი საქმიანობებს ახორციელებდა შემდეგი მიმართულებით:
1. ადამიანის უფლებების დაცვა;
2. ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
3. სახელმწიფო ორგანოების და თანამდებობის პირთა საქმიანობის მონიტორინგი;
4. სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის დახვეწის და კანონშესაბამისობაში მოქცევის ხელშეწყობა;
5. მარგინალური და დაუცველი ჯგუფების ინტერესების დაცვა და სარეაბილიტაციო სერვისების ამოქმედება.
დემოკრატიის ინსტიტუტი ძირითად საქმიანობებს ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპულიკაში:
- ბათუმი;
- ხელვაჩაური;
- ქობულეთი;
- ქედა;
- შუახევი;
- ხულო.




