არის თუ არა აჭარის არ ბიუჯეტი გამჭვირვალე?

ნაწილობრივ
არ არის გამჭვირვალე
არის გამჭვირვალე

სულ ხმების რაოდენობა: 269


მომხმარებელი:

პაროლი:


მიმდინარე კონკურსები

 

 

დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებს საგრანტო კონკურსს აჭარის რეგიონში მოქმედი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

საგრანტო კონკურსი ცხადდება პროექტის ,,აჭარის რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალის, რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარება’’ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი.

კონკურსი ცხადდება ორ ლოტად:

ლოტი #1
საგრანტო კონკურსი ქ. ბათუმში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
      
პრიორიტეტული მიმართულებები:
- ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ადვოკატირება;
- სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის, ბიუჯეტის მონიტორინგი და გამჭვირვალობის ხელშეწყობა.

ლოტი #2
საგრანტო კონკურსი ხელვაჩაურში, ქობულეთში, ქედაში, შუახევში და ხულოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის (აღნიშნული რაიონებისთვის განკუთვნილი პროექტებისათვის)

პრიორიტეტული მიმართულებები:
- ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ადვოკატირება;
- სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის, ბიუჯეტის მონიტორინგი და გამჭვირვალობის ხელშეწყობა.
- მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების განათლების დონის ამაღლება;
- სოციალურად დაუცველი, მარგინალური ჯგუფების ინტერესების დაცვა, მათი რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

საგრანტო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით (განაცხადის ფორმის ყველა ნაწილში მოცემულია შესაბამისი ნაწილის შევსების ინსტრუქცია). განაცხადის, ბიუჯეტის ფორმა და ,,სახელმძღვანელო მითითებები’’ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე.

საგრანტო განაცხადები შევსებულ უნდა იქნას ქართულ ენაზე;

კონკურსის ფარგლებში, ერთ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის შემოტანა;

საგრანტო განაცხადის ფორმა შევსებული უნდა იყოს ნაბეჭდი სახით. ხელნაწერი განაცხადები არ მიიღება;

დაუშვებელია საგრანტო კონკურსში, წამყვანი ორგანიზაციის (განმცხადებლის) სახით იმ ორგანიზაციის მონაწილეობა, რომელიც საგრანტო კონკურსის გამოცხადების მომენტისთვის დემოკრატიის ინსტიტუტის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს.

შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ განაცხადის ის ფორმა და დანართები, რომლებიც საჯაროდ გაცხადებულია დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- საგრანტო განაცხადი (დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად);
- ბიუჯეტი (დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად);
- ცნობა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ (გაცემული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (გაცემული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ);
- პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი წევრების და პროექტის მონაწილე ექსპერტების ავტობიოგრაფია (CV);

ერთი პროექტისთვის განკუთვნილი მაქსიმალური საგრანტო თანხა შეადგენს 6000 (ექვსიათასი) ლარს.
საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღი: 3 მაისი, 2010 წელი.

საპროექტო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა  14 ივნისი, 2010 წელი, 18:00 საათი.

დალუქულ კონვერტში მოთავსებული საგრანტო განაცხადი, დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ გაცხადებულ ვადაში უნდა ჩაბარდეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე:
საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი, მემედ აბაშიძის #53, ბინა 8
 
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება შემდეგი განრიგით:

ბათუმის ოფისი (მ. აბაშიძის #53, ოფისი 8):
- 14 მაისი, 2010 წელი, 12:00 საათი;
- 21 მაისი, 2010 წელი, 12:00 საათი;
- 4 ივნისი, 2010 წელი, 12:00 საათი;
 
ქობულეთის ოფისი (დ. აღმაშენებლის #95):
- 11 მაისი, 2010 წელი, 14:00 საათი;
- 8 ივნისი, 2010 წელი, 14:00 საათი;

ქედის ოფისი (ტბელ აბუსერისძის #7):
- 12 მაისი, 2010 წელი, 16:00 საათი;
- 7 ივნისი, 2010 წელი, 16:00 საათი;

ხულოს ოფისი (ჭავჭავაძის ქუჩა #1):
- 12 მაისი, 2010 წელი, 12:00 საათი;
- 7 ივნისი, 2010 წელი, 12:00 საათი;

                   საკონტაქტო პირი: არჩილ ხახუტაიშვილი
                   საკონტაქტო ინფორმაცია: 7-57-44; მობ.: 877 210 410
                   ელ.ფოსტა: info@iod.ge; a.chachutaishvili@iod.ge

განაცხადის ფორმა, ბიუჯეტი და სახელმძღვანელო მითითებები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებ გვერდიდან.

დემოკრატიის ინსტიტუტი © 2008–2009
ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის, 53
+995 222 7-57-44 / 7-74-25

  
   Created By