არის თუ არა აჭარის არ ბიუჯეტი გამჭვირვალე?

ნაწილობრივ
არ არის გამჭვირვალე
არის გამჭვირვალე

სულ ხმების რაოდენობა: 269


მომხმარებელი:

პაროლი:


პროექტის პრეზენტაცია

 

2010 წლის 4 მაისს 13:00 საათზე ქ. ბათუმში, სასტუმრო “ინტურისტ პალასში” გაიმართება პროექტის - "ხალხის არჩევანი" პრეზენტაცია. 

პროექტს ახორციელებს "დემოკრატიის ინსტიტუტი", “ტელეარხ 25”-თან პარტნიორობით.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს, ქ. ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის კუთხით, ამომრჩეველთა მოტივირებას, ყველა საარჩევნო სუბიექტის სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის უზრუნველყოფას და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის სატელევიზიო დებატებში ჩართვას.

პრეზენტაციაზე დეტალურად იქნება წარმოდგენილი პროექტის ყველა ტექნიკური საკითხი (დებატების ორგანიზება, კითხვების შეგროვება და ა.შ.).

პრეზენტაციაზე მოხდება წილისყრა დებატებში მონაწილე საარჩევნო ოლქებისა და  საარჩევნო სუბიექტების რიგითობის განსაზღვრის მიზნით.

პრეზენტაციას დაესწრებიან პოლიტიკური პარტიები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია-სექტორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
                                                                                         
საკონტაქტო პირი:  თაკო მამეიშვილი   მობ: (877) 17 37 17

 

პრეს-რელიზი

დემოკრატიის ინსტიტუტი © 2008–2009
ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის, 53
+995 222 7-57-44 / 7-74-25

  
   Created By