ტრენინგი სოციოლოგიური კვლევის ტექნოლოგიაზე
დემოკრატიის ინსტიტუტში ორგანიზაციის თანამშროლებისთვის და ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის, კვლევის ტექნოლოგიის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალის, რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარებას ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგზე კვლევის ძირითადი პრინციპები და მეთოდები, კითხვარის შევსების წესები და კვლევის ტიპები, ჩაღრმავებული და ზედაპირული კვლევის მნიშვნელობა და სხვა საკითხები იყო განხილული.




