დემოკრატიის ინსტიტუტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს შეხვდა

დემოკრატიის ინსტიტუტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს შეხვდა

კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საგრანტო ხელშეკრულება გაუფორმდათ და პროექტების განხორციელება ოფიციალურად დაიწყეს. გამარჯვებული ორგანიზაციებია: „სათემო კავშირი ჰერეთი“; „ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი 21“; „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“; „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“.

2 პროექტი კახეთის რეგიონიდან, კერძოდ საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 2 პროექტი გურიის რეგიონიდან - ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან იყო წარმოდგენილი. საგრანტო კონკურსში 21 განაცხადიდან მხოლოდ 4 პროექტი დაფინანსდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა გრანტის მიმღებ ორგანიზაციებთან, წარმომადგენლებმა „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ სამომავლო თანამშრომლობაზე და პროექტების განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.
ეკომიგრაციის საკითხებზე მომუშავე დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ კიდევ ერთი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. საგრანტო კონკურსი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში გამოცხადდა.